„ალ არაბიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის“ ქვეშ შეერთებულ შტატებთან ირანი არანაირი მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს.
ირანი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მის ბირთვულ პროგრამაზე მანამ, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას გამოიყენებს, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ „ფრანს პრესს“ დღეს, პარასკევს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ირანის საკონსულოში მიცემული ინტერვიუს დროს.
დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქვა იმედი, რომ ირანი დათანხმდებოდა მოლაპარაკებებს.
„ირანთან გამკლავების ორი გზა არსებობს: სამხედრო გზით ან შეთანხმების გზით. მირჩევნია შეთანხმება, რადგან არ მინდა ზიანი მივაყენო ირანს“, - .
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ასევე გააფრთხილა ისრაელი.
მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა სამოქალაქო ხასიათისაა და არ შეიძლება განადგურდეს სამხედრო გზით.