ლოს-ანჯელესში (ინგლვუდში), „სოუ ფაი სტედიუმზე“, C ჯგუფის გუნდებს შორის მეორე შეხვედრა დასრულდა.
მატჩის პირველ წუთებში ირანი უფრო აქტიური ჩანდა, თუმცა, ანგარიში მეტოქემ გახსნა და შემდეგ ინიციატივასაც დაეუფლა. შეხვედრის დაახლოებით მე-20 წუთიდან ირანმა კვლავ მოიპოვა უპირატესობა და ჯერ - 23-ე წუთზე - მაჰდი ტარემიმ შეაზანზარა ძელი, შემდეგ - 32-ე წუთზე - კი რამინ რეზაეიანმა გაახვია ბურთი ბადეში.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი ელაიჯა ჯასტიმ მეორედ გაიტანა გოლი ირანელთა კარში და ახალი ზელანდია ისევ დააწინაურა.
ირანელებს ამჯერად მხოლოდ ცხრა წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და შეხვედრის საბოლოო შედეგის დასაფიქსირებლად.
ახალი ზელანდია - ირანი 2:2(1:1)
გოლები: 7' ელაიაჯ ჯასტი 1:0, 32' რამინ რეზაეიანი 1:1, 55' ელაიაჯ ჯასტი 2:1, 64' მოჰამედ მოჰები 2:2




