თბილისის მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოშლილი ჯებირის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

„შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც ფაქტობრივად საფრთხე აგვარიდა თავიდან. დღეს უკვე ის მონაკვეთი, რაც შეზღუდული იყო ამის გარდა კიდევ ერთი ზოლის შეზღუდვას მოვახდენთ. მაგის გარდა მოძრაობებს, მიმართულებებს გავხდით ცალმხრივს, ანუ ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება ორ-ორ ზოლში და როგორც გითხარით 24 საათიან რეჟიმში იქნება მერიის ყველა სამსახური ჩართული, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება”, - განაცხადა ბენდელიანმა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაწყებულია.