იტალიის სერია A-ში გრძელდება მეექვსე ტურის შეხვედრები.

იტალიის შარშანდელი ჩემპიონი „ინტერი" „უდინეზეს" ესტუმრა. შეხვედრის პირველივე წუთზე მასპინძლებმა გოლი გაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ 35-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, ტაიმის კომპენსირებულ დროში ისევ ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში „ინტერმა" მესამედ აიღო „უდინეზეს" და ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „უდინეზემ" იბრძოლა და 83-ე წუთზე გოლის გაიტანა და თამაშის გადარჩენის შანსი მიიღო, მაგრამ რეალუირი მომენტის შექმნა და კარის აღება ვეღარ შეძლო.

„უდინეზე" - „ინტერი" 2:3(1:2)
გოლები" 1' დავიდე ფრატეზი 0:1, 35' კრისტიან კაბასელე 1:1, 45+3' და 47' ლაუტარო მარტინესი 1:2 და 1:3, 83' ლორენცო ლუკა 2:3



დღეს ასევე ითამაშებენ:
„ჯენოა" - იუვენტუსი"
„ბოლონია" - „ატალანტა"