ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი მატჩები გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის C პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს ჯგუფში გამარჯვების ძირითადი პრეტენდენტები, იტალიის და ინგლისის გუნდები შეხვდნენ. ინგლისის ნაკრები, რომელსაც იტალიაში იტალიელებთან გამარჯვება უკანასკნელად 1961 წელს ჰქონდა მოპოვებული, ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მან მატჩის უმეტესი დროის განმავლობაში უფრო უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე საყოველთაო აღიარებით მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების დიდი შანსის მქონე, მაგრამ საოცარი უიღბლობის გამო ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩენილმა იტალიის ნაკრებმა.

ინგლისელებმა ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე გახსნეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჰარი კეინმა ძლიერი დარტყმით გაგზავნა მასპინძელთა კარისკენ. მას მეკარეზე ადრე ჯოვანი დი ლორენცო დაუხვდა და მოიგერია, მაგრამ პირდაპირ დეკლან რაისზე, ამ უკანასკნელმა კი უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.


ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, ბუკაიო საკამ კუთხური შორეულ ძელთან  მყოფ ჰარი კეინისკენ ჩააწოდა, ჯოვანი დი ლორენცო დასწრებაზე თამაშის მცდელობისას ბურთს ხელით შეეხო და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.  დარტყმა ზუსტად შეასრულა ჰარი კეინმა, რომელმაც ნაკრებში 54-ე გოლი გაიტანა და უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა.

მეორე ნახევრის დასაწყისში, 56-ე წუთზე, მასპინძელთა დებიუტანტმა მატეო რეტეგიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა ლიოკ შოუმ. ათი კაცის შემადგენლობით დარჩენილმა ინგლისელებმა თავი კარგად დაიცვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ამ ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიამ მალტას 2:1 მოუგო.

ჩრდილოეთ მაკედონია - მალტა 2:191:0)
გოლები: 66'  ელიფ ელმასი 1:0, 72' დარკო ჩურლინოვი 2:0, იანკამ იანიკი 86' 2:1

ინგლისი 1 1-0-0 2:1 3
ჩრდილოეთ მაკედონია 1 1-0-0 2:1 3
უკრაინა 0 0-0-0 0:0 0
იტალია 1 0-0-1 1:2 0
მალტა 1 0-0-1 1:2 0