ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა

ინგლისი და შეერთებული შტატების გუნდების შეხვედრაში მეტოქეებმა გოლი ვერ გაიტანეს და ჩემპიონატზე ნულოვანი ფრით დასრულებული მატჩების რაოდენობა 5-მდე გაზარდეს

ირანის და უელსის შეხვედრაში 86-ე წუთზე უელსელთა მეკარე უხეში თამაშისთვის გააძევეს. უელსელებს შეცვლის ლიმიტი ამოწურული არ ჰქონდათ და აარონ რემზის ნაცვლად მინდორზე შევიდა და კარში ჩადგა დენი უორდი. კაცნაკლული უელსელები 98-ე წუთამდე იცავდნენ თავს, შემდეგ სამ წუთში ორი გოლი გაუშვეს.

ირანი - უელსი 2:0(0:0)
გოლები: 90+8' რუზბეჰ ჩეშმი 1:0, 90+11' რამინ რეზაეიანი 2:0
გაძევება: 86' უეინ ჰენესი (უელსი)

ინგლისი 2 1-1-0 6:2 4
ირანი 2 1-0-1 4:6 3
აშშ 2 0-2-0 1:1 2
უელსი 2 0-1-1 1:3 1

29 ნოემბერს ერთმანეთს ინგლისი-უელსი და ირანი-აშშ შეხვდებიან