თბილისში, „მიხეილ მესხზე“, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი რაუნდის განმეორებით შეხვედრაში „იბერია 1999“ „იაგელონიას“ მასპინძლობდა.

„ხორტენა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლების მიერ მოპოვებული 4-ბურთიანი უპირატესობის გაბათილება და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვება მასპინძელთათვის წარმოუდგენლად რთული რომ იქნებოდა, ეს მისი გულშემატკივრებისთვის ცხადი იყო, მაგრამ არც ის მოლოდინი არ გამართლდა, რომ „იბერია 1999“ უეფას კოეფიციენტთა ცხრილში საქართველოს მცირეოდენ ქულებს მაინც შემატებდა.

„იბერია 1999“ - „იაგელონია“ 1:2(1:1) პირველი მატჩი 0:4
გოლები: 31' ხესუს იმაზი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 35' ნაჭყებია 1:1, 70' ანდერს კლინგე 1:2


„იაგელონია“ ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, „იბერია 1999“ კი კონფერენც ლიგაზე.

ამ წუთებში ერევანში გამართულ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნითი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „არარტმა“ რუმინეთის „კრაიოვა“ 1:0 დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე იასპარეზებს აზერბაიჯანის „სიბაჰი“.

მოამზადა რაულ კაპანაძემ