აღნიშნული გზის დაზიანება ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბურმა სამუშაოებმა და  "სოკარ ჯორჯია გაზის" ქსელის რეაბილიტაციამ გამოიწვია. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს  გადაადგილებისას შექმნილი პრობლემების გამო.

მერი, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე  სისტემატურად ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს, რათა დროულად მოხდეს საავტომობილო გზის აღდგენა.