აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიზანის საფეხბურთო კლუბ „საბაჰის“ ფინანსური მხარდაჭერაა.

„კლუბის უეფას ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე გასვლასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 5.0 მილიონი მანათი“. .

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფა დაევალა, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს - ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვზე“, მასაზირის „საბაჰმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბეერ შევას „ჰაპოელი“ დაამარცხა.  

მოამზადა რაულ კაპანაძემ