გოჩა სვანიძე: ჩემი და აბუსერიძის შერიგება შედგა და სასწრაფოდ უნდა დასრულდეს დროებითი მმართველობა, რასაც უკან მივყავართ

1608913089
ჩემი და აბუსერიძის შერიგება შედგა და სასწრაფოდ უნდა დასრულდეს დროებითი მმართველობა, რასაც უკან მივყავართ, - ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა.
"ბაჩო ხურციძემ თქვა თქვენ ეთერში, რომ მე და აბუსერიძე ძალიან შეხმატკბილებულები ვართ. ეს პერიოდი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო დიდი შერიგება, რასაც რაგბში შერიგება ჰქვია. დაპირისპირება იყო არა ხურციძესა და აბუსირიძის მომხრეებს შორის, არამედ ჩემ მომხრეებსა და აბუსერიძის მომხრეებს შორის. ჩვენ შორის არსებობდა ეს დაპირისპირება. არა ჩემგან წამოწყებული დაპირისპირება.
ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ლოიალობა იყო. ყველას ვეხვეწებოდი ოღონდ საქმე გააკეთეთ და თქვენ საქმეს დავარქმევ-მეთქი. მე არც ჩემი გუნდის შექმნა მიცდია და ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ყველას გუნდის წევრად მივიჩნევდო. ეს შერიგება თუ შედგა ჩვენ შორის, სადაც ბაჩოსთან დაპირისპირებული არავინ არ ყოფილა, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა უხაროდეს. შერიგება შედგა რის ფონზე - სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს დროებითი მმართველობა, რომელსაც უკან მივყავართ არა იმიტომ, რომ დროებითი მმართველი არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ დროებითი მმართველობის პერიოდში შეუძლებელია რაგბის კავშირის ხანგრძლივი, გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რომლის ახლა გაკეთებაც აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გვიახლოვდება, გვიახლოვდება და ვადაც კი გადასცდა იმისი, რომ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები გაფორმდეს რიგ კომპანიებთან, რიგ სპონსორებთან და ა.შ. რასაც დროებითი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლებს ვერავინ, რაც გინდა კარგი მმართველიც იყოს. მე პრეტენზია არ გამაჩნია არავისთან, მაგრამ რაგბის კავშირს უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული ხელმძღვანელობა. მე გეუბნებით ამას, ვისაც გაზაფხულზე უკვე გამარჯვება მოპოვებული მქონდა დღეს ეს ეჭვქვეშ დგას"-განაცხადა გოჩა სვანიძემ.