გივი მაჭარაშვილმა მესამე შეხვედრა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია (ვიდეოები)

ბელგრადში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში  

დღეს ასპარეზობაში 65-97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

ოლიმპიურ წონაში მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა 1/16 ფინალში  მაკედონიელი მაგომედაჯი ნუროვი 5:4 დაამარცხა

1/8 ფინალში ბულგარელ აჰმედ ბატაევს 8:6 მოუგო


1/4 ფინალში კი ყაზახ ალიშერ ერგალის 2:0 სძლია


და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეხვდება. 

მაგომედოვთან გამარჯვების შემთხვევაში გივი მაჭარაშვილი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოუტანს საქართველოს.

ამ წონის მეორე ნახევარფინალში ბაჰრეინელი აჰმედ ტაჟუდინოვი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუსი აბდულრაშიდ  სადულაევი შეხვდებიან ერთმანეთს. ტაჟუდინოვმა ამერიკელი კილ სნაიდერი აშკარა უპირატესობით, 11:0 დაამარცხა, სადულაევმა კი შეხვედრის ბოლო წამებზე შეძლო ორქულიანი გდების შესრულება და 4:4-ზე ირანელ მოჯტაბა გოლეის ბეჭების ხალიჩაზე გაკვრა.