საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს
გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ სახლში „ნიცას“ შეხვდა. მასპინზლებმა პირველ ტაიმში გაშვებულ ბურთს მეორეშო ორით უპასუხეს, ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს და გასავარდნი ზონა დატოვეს.
გიორგი წიტაიშვილმა (Flashscore - 6.9) შეხვედრა სრულად ჩაატარა, გიორგი აბუაშვილი კი თადარიგში იყო.
„მეცი“ - „ნიცა“ 2:1(0:1)
გოლები: 35' მოჰამედ-ალი ჩო 0:1, 53' გოტიე ჰაინი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 84' ჰაბიბ დიალო 2:1





