ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „კორდობასთან“ გასვლით შეხვედრაში მე-17 წუთზე როჯერ ბრიუგის გატანილი გოლით დაწინაურდა.  მე-2 ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, 90+2 წუთზე კი დაწინაურება მოახერხეს.

„ლევანტემ“ 90+7 წუთზე მეორე გოლი გაიტანა და მარცხს გადაურჩა.

გიორგი ქოჩორაშვილმა (Flashscore - 7,1) შეხვედრა სრულად ჩაატარა.

„კორდობა“ - „ლევანტე“ 2:2(0:1)