ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემიის გახსნას გეგმავს. ფეხბურთელი ინგლისური კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებებს უკვე გეგმავს.
ქინქლაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ტაიმაუტი" ისაუბრა. ქინქლაძე ამბობს, რომ არის გარკვეული სირთულეები, კერძოდ კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგანაც შესაბამისი სტანდარტების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. "მანჩესტერ სიტის მფლობელებთან მოლაპარაკები მაქვს და დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში მანჩესტერ სიტის აკადემია გაიხსნას. ამას თავისი სირთულეები მოყვება, მათ თავიანთი მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. მინიმუმ 5-6 ჰექტარი მიწა უნდა იყოს, ასევე 8 მოედანი, მათ შორის ხელოვნურსაფარიანი, სასტუმრო, რომელიც 100-150 ნომერზე იქნება გათვლილი, აუზი, ტრენაჟორები, სკოლა... მთელი ინფრასტრუქტურა. მოკლედ ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა თუ ეს გაკეთდა მანჩესტერ სიტი თვითონაც მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში. თუ ეს გაკეთდა სიტის პროგრამით უნდა ივარჯიშონ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა სტაჟირება უნდა გაიარონ ინგლისში", - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ. გიორგი ქინქლაძე ერთ დროს მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა. ის ინგლისურ კლუბში 1995-98 წლებში თამაშობდა. სიტი ქინქლაძეს დღესაც ხშირად იხსენებს და მისი ისტორიის მნიშვნელოვან პერსონად მიიჩნევა.