უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ფაზის პირველი ტურის მატჩები მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ დორტმუნდში „ბორუსიას“ ესტუმრა.
უშედეგo პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები ავტოგოლი ჩამორჩნენ და მართალია მალევე გაიტანეს სასასუხო გოლი, მაგრამ შემდეგ სერუ გირასისგან ორი გოლი გაუშვეს. იმავე გირასის მიერ საკუთარ კარში გატანილმა გოლმა „ვილიარეალი“ მარცხისგან ვერ იხსნა.
გიორგი მიქაუტაძემ (flashscore - 6.7) შეუცვლელად ითამაშა
„ბორუსია“ დორტმუნდი - „ვილიარეალი“ 3:1(0:0)
გოლები: 53' რენატო ვეიგა, საკუთარ კარში 1:0, სანტიაგო მოურინიო (გიორგი მიქაუტაძე) 1:1, 80' სერუ გირასი 2:1, 85' სერუ გირასი, თერთმეტმეტრიანიდან 3:1, 90+3' სერუ გირასი, საკუთარ კარში 3:2
მოამზადა რაულ კაპანაძემ




