საფრანგეთის პირველ დივიზიონში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

გიორგი მიქაუტაძის ლიონის „ოლიმპიკი" (იგივე „ლიონი") ანჟეშიში ამავე სახელწოდების „ანჟეს" შეხვდა და დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა. 

სტუმრებისგან ერთი გოლი 68-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად შესულმა გიორგი მიქაუტაძემ 88-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ანჟე" - „ლიონი" 0:3(0:1)
გოლები: 26' ნიკოლას ტალიაფიკო 0:1, 55' რაიან ჩერქი 0:2, 88' გიორგი მიქაუტაძე 0:3