ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში „რაიო ვალიეკანოს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“, რომელიც ძალიან დიდხანს გასავარდნ ზონაში იყო, ბოლო შვი ტურში ოთხი შეხვედრა მოიგო და სამი ფრედ დაასრულა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა.
„რაიო ვალიეკანო“ - „ვალენსია“ 1:1(1:0)
გოლები: 45' სეზარ ტარეგა, საკუთარ კარში 1:0, 73' უმარ სადიქი 1:1
გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 7,1) შეხვედრა სრულად ჩაატარა.