ესპანეთის ლა ლიგაში მეცხრე ტურის პირველი მატჩი დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" გასვლაზე „ლეგანესთან" გოლი არ გაუშვა, მაგრამ თავადაც ვერ გაიტანა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.



„ვალენსიას" ცხრა შეხვედრის შემდეგ ერთი მოგება, სამი ფრე და ხუთი წაგება აქვს და ექვსი ქულით მე-18 ადგილზეა.