სერბეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი ქართველი ფალავანი, გიორგი კოჩალიძე (60კგ) და თორნიკე მიქელაძე (82კგ) ფინალში იასპარეზებენ. კოჩალიძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვს 3:2 მოუგო და ხვალ,15 მარტს ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანს დაუპირისპირდება.
მიქელაძემ კი ფინალში გადასასვლელად რუსი გაზმატ გაჯიევი 3:1 დაამარცხა. ფინალურ ბლოკში ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი იქნება.
რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს ლუკა გაბისონიას (97 კგ).




