სამების საკათედრო ტაძარში სასწრაფო დახმარების ექიმები და თანამშრომლები მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოადგილეებთან, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად.

ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.