ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი შეადგინა. ტოპ-ათეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი. საუკეთესოდ კი დასახელებულია „ლივერპულის“ მეკარე ალისონი.
TOP10 ასე გამოიყურება:
ალისონი (ლივერპული)
ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
დავიდ რაია (არსენალი)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
ტიბო კურტუა (რეალი)
მაიკ მენიანი (მილანი)
უნაი სიმონი (ბილბაო)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
წყარო: 1tv.ge