აკაკი დვალიშვილი მთელი კარიერა იბრძვის. და, ეს ჩანს. ეს ვიცით, ეს ცნობილია.
მოგებულ ფინალში, სადაც ქუთაისი წინ მხოლოდ ბოლო სამ წუთში გავიდა, დვალიშვილი იყო ის, ვინც უნდა ყოფილიყო: ღირსეული კაპიტანი, ლიდერი და სამაგალითო მებრძოლი.
16 ქულა, რამდენიმე მოხსნა და ათიდან 7 ზუსტი სროლა.
რა მისცა გუნდს ბოლო მეოთხედში დვალიშვილმა?
36:00 - ზუსტი საშუალო და 82:83.
37:47 - კიდევ ერთი ზუსტი საშუალო და უკვე (პირველად) ვიგებთ, 87:86.
38:28 - ზუსტი სამიანი და უკვე პლიუს 4 გვაქვს, 90:86.
39:37 - ზუსტი საშუალო და ძირითადის დასრულებამდე 23 წამით ადრე კომფორტული პლიუს 4 (92:88).
9 ქულა ბოლო 4 წუთში. და, დვალიშვილი გახდა MVP.
სტატისტიკით კარგი იყო ჩვენი ახალგაზრდა გამთამაშებელი გიორგი ოჩხიკიძე (20+11 პასი+4 მოხსნა), პირველ ტაიმში საუკეთესო იყო გიორგი სულაბერიძე (სულ - 20 ქულა, 5 მოხსნა), მაგრამ MVP უნდა ყოფილიყო კაპიტანი.