ყატარში მიმდინარე ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რვიდან ოთხი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა

ახლახანს დასრულებულ ინგლისის და სენეგალის ნაკრები გუნდების შეხვედრაში ინგლისელებმა თავიანთი უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს აქციეს გოლებად.

მეორე ნახევრის დასაწყისში ბუკაიო საკამ ანგარიში სამამდე გაზარდა და მატჩში გამარჯვებულთან დაკავშირებთ ყველანაირი კითხვები მოხსნა.

ინგლისი - სენეგალი 3:0(2:0)
გოლები: 38' ჯორდან ჰენდერსონი 1:0, 45+3' ჰარი კეინი, 57' ბუკაიო საკა 3:0

დღეს გამართულ კიდევ ერთ მერვედფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა დამაჯერებლად მოუგო პოლონეთს

საფრანგეთი - პოლონეთი 3:1
გოლები: 44' ოლივიე ჟირუ 1:0, 74' და 90+1' კილიან მბაპე 2:0 და 3:0, 90+9' რობერტ ლევანდოვსკი, თერტთმეტმეტრიანიდან 3:1

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს გამართულ მერვედფინალურ შეხვედრებში ნიდერლანდებმა აშშ-ს, ხოლო არგენტინამ ავსტრალიას სძლია

ნიდერლანდები - აშშ 3:1(2:0)
გოლები: 10' მემფის დეპაი 1:0, 45+1' დეილი ბლინდი 2:0, 76' ჰაჯი რაიტი 2:1, 81' დენზელ დუმფრისი 3:1

არგენტინა - ავსტრალია 2:1(1:0)
გოლები: 35' ლიონელ მესი 1:0, 57' ხულიან ალვარესი 2:0, 77' ენცო ფერნანდესი, საკუთარ კარში 2:1

ამრიგად, ამ დროისთვის რვიდან ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობაა ცნობილი: ნიდერლანდები - არგენტინა და ინგლისი - საფრანგეთი.

კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტი იაპონია-ხორვატიის და ბრაზილია -სამხრეთ კორეის და მაროკო-ესპანეთსა და პორტუგალია-შვეიცარიის გუნდების შეხვედრაში გამოვლინდება