ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფიდან პლეი ოფში თამაშის გაგრძელების უფლება ინგლისმა და აშშ-მა შეძლეს

დასრულდა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები.

უელსი პლეი ოფში გასვლის შანსებს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან პირველივე წუთებში ინგლისმა ზედიზედ ორჯერ აიღო უელსელთა კარი და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა. შეხვედრის 68-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა მესამედ აიღო უელსელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ირანთან შეხვედრაში შტატების ნაკრებს პლეი ოფისკენ გზას მხოლოდ გამარჯვება უხსნიდა. ისინი საკმაოდ სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ პირველ ტაიმში და მიუხედავად იმისა, რომ ირანი თავს კარგად იცავდა, შეძლეს მეტოქის ერთადერთი შეცდომის გამოყენება და დაწინაურება. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და აშშ-მა პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა

ინგლისი - უელსი 3:0(0:0)
გოლები: 50' მარკუს რაშფორდი 1:0, 51' ფილ ფოდენი 2:0, 68' მარკუს რაშფორდი 3:0

ირანი - აშშ 1:0(1:0)
გოლი: 38' კრისტიან პულიშიჩი 

ინგლისი 3 2-1-0 9:2 7
აშშ 3 1-2-0 2:1 5
ირანი 3 1-0-2 4:7 3
უელსი 3 0-1-2 1:6 1