ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა

ინგლისის  ნაკრებმა ირანელებს დიდი ანგარიშით მარცხი აგემა. მათ მეტოქის კარში პირველივე ნახევარში გაიტანეს სამი გოლი მეორე ტაიმში კი კიდევ სამჯერ აიღეს ირანელთა კარი, თავად კი მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს

ინგლისი - ირანი 6:1(3:0)
გოლები: 35' ჯუდ ბელინგემი 1:0, 44' ბუკაიო საკა 2:0, 45+1' რაჰიმ სტერლინგი 3:0, 62' ბუკაიო საკა 4:0, მეჰდი ტერემი 4:1, 71' მარკუს რაშფორდი 5:1, 90' ჯეკ გრილიში 6:1, 90+13' მეჰდი ტერემი, თერთმეტმეტრიანიდან 6:2

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ, ირანის სახელმწიფო ჰიმნის დაკვრის დროს, ირანელმა ფეხბურთელებმა არ იმღერეს, ხოლო ტრიბუნებზე მყოფმა ირანელმა გულშემატკივრებმა სტვენა დაიწყეს.

ირანელმა ფეხბურთელებმა და ფანებმა თავიანთი საქციელით სოლიდარობა გამოხატეს ირანში სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ. ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დაკავებული, შემდეგ კი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის ჰამსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, 16 სექტემბრიდან  დაიწყო და დღემდე გრძელდება.