სააღდგომო ნობათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს და სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მიუტანა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და კეთილდღეობა უსურვეს. ზესტაფონის მერიის სააღდგომო ამანათი ტრადიციულად მიიღეს: სათნოების სახლმა "კათარზისმა", ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა " ორიონმა" , "ცხოვრების მეგზურმა" უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა და ვეტერანთა რაიონული ორგანიზაციის წევრებმა. "ჩვენ აღდგომის მოახლოებული დღესასწაული მიულოცეთ და თანადგომა გამოვხატეთ იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას და მხარდაჭერას საჭიროებენ" აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ




