არსებული ინფორმაციით, 84 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, შეიარაღებული თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წაღებულია 250 ლარამდე თანხა. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი, ავთანდილ მანია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე ყაჩაღაობაა ბოლო ორ დღეში წალენჯიხაში.

16 სექტემბერს, გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, ერთ-ერთ ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირველადი ინფორმაციით, წაღებულია 10 ათას ლარზე მეტი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.