ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი ეხმაურება.

"მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!" - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა გიორგი მამარდაშვილმაც. "სირცხვილია", - დაწერა საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარემ ინსტაგრამზე.

"შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“ - ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბუდუ ზივზივაძე. სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერეს გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქვილითაიამ და ანზორ მექვაბიშვილმაც.