საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინატე მოვლენებს ეხმაურება და წერს.
"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს! 🇪🇺" - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეციალური საშუალებით დაშალა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაშავდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 107 პირი, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი