იტალიის სერია A-ში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სერია A-ს ერთპიროვნულ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის" მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა ტორინოში ჰქონდა. ნეაპოლელებმა 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ სკოტ მაკტომინეის გატანილით გოლით გახსნეს ანგარიში და მინიმალური უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
ორივე გუნდის ფეხბურთელებიდან საუკეთესო შეფასებები (8,1) Flashscore-სგან ხვიჩა კვარაცხელიამ და სკოტ მაკტომინეიმ დაიმსახურეს.
„ტორინო" - „ნაპოლი" (0:1)
31' სკოტ მაკტომინეი
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი" მილანში „მილანან" 0:3 დამარცხდა.
„მილანი" - „ემპოლი" 3:0(2:0)
გოლები: 19' ალვარო მორატა 1:0, 44 და 69' ტიჯანი რეინდერსი 2:0 და 3:0
„კალიარი" - „ვერონა" 1:0(0:0)
გოლი: 75' რობერტო პიკოლი
„კომო" - „მონცა" 1:1(1:0)
გოლები: 36' იანიკ ენგელჰარდტი 1:0, 53' ჯანლუკა კაპრარი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
„ბოლონია" - „ვენეცია" 3:0(1:0)
გოლები: 21' დან ნდოი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 69' რიკარდო ორსოლინი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 71' დან ნდოი 3:0
„უდინეზე" - „ჯენოა" 0:2(0:1)
გოლები: 13' ანდრეა პილამონტი 0:1, 68' ლაუტარო ჯანეტი, საკუთარ კარში 0:2
გაძევება: 4' ისააკ ტურე („უდინეზე", წითელი ბარათი)
„პარმა" - „ლაციო" 3:1(1:0)
გოლები: 6' დენის მენი 1:0, 53' ანას ჰაჯი მოჰამედი 2:0, 81' ტატი კასტელანოსი 2:1, 90+1' ენრიკო დელ პრატო 3:1
მასალა განახლებულია.