23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 57-65-70-79-97 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა
57 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ღვინჯილიამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 5:0 მოუგო შვეიცარიელ თომას ეპპს
1. ნიკლას შტეხელე (გერმანია), 25 გუნდური ქულა
2. ტოლგა ოზბეკი (თურქეთი), 20 გუნდური ქულა
3. ლუკა ღვინჯილია (საქართველო), 15 გუნდური ქულა
3. ედიკ ჰარუთინიანი (სომხეთი), 15 გუნდური ქულა
65 კგ წონით კატეგორიაში გოგა ოთინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბძოლაში თურქ ჰამზა ზოპალი 12:6-ზე ბეჭებით გააკრა ხალიჩას
1. ხამზატ ტიმუროვიჩ არსამერზუევი (საფრანგეთი), 15 გუნდური ქულა
2. რაშიდ ბაბაზადე (აზერბაიჯანი), 20 გუნდური ქულა
3. გოგა ოთინაშვილი (საქართველო) 15 გუნდური ქულა
3. მიკიტა ჰონჩაროვი (უკრაინა), 15 გუნდური ქულა
70 კგ წონით კატეგორიაში დავით ფაცინაშვილმა ავსტრიელ ბენედიკტ ჰუბერთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 10:0 სძლია
1. მაგომედ ბაშირ ხანიევი (აზერბაიჯანი), 25 გუნდური ქულა
2. ჰაიკ პაპიკიანი (სომხეთი) 20 გუნდური ქულა
3. დავით ფაცინაშვილი (საქართველო), 15 გუნდური ქულა
3. შამილ უსტაევი (გერმანია), 15 გუნდური ქულა
79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ბერძენი გიორგიოს კუგიუმციდისთან 4:3-ს იგებდა, მაგრამ მეტოქემ ორქულიანი ილეთით წინ გასვლა შეძლო. პროტესტი მასაჯებმა არ დააკმაუფილეს და ვლადიმერ გამყრელიძე 4:6 დამარცხდა
1. გიორგიოს კუგიუმციდისი (საბერძნეთი), 20 გუნდური ქულა
2. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო), 20 გუნდური ქულა
3. ევგენი მიხელცანი (მოლდოვა)15 გუნდური ქულა
3. საბუჰი ამირსლანიოვი (აზერბაიჯანი) 15 გუნდური ქულა
97 კგ წონით კატეგორიაში ადგილები ასე განაწილდა:
1. ისლამ ილიასოვი (აზერბაიჯანი), 25 გუნდური ქულა
2. ოკტაი ჩიფჩი (თურქეთი), 20 გუნდური ქულა
3. რადუ ლეფტერი (მოლდოვა), 15 გუნდური ქულა
3. ერტურგულ აგჯა (გერმანია), 15 გუნდური ქულა
7. მერაბ სულეიმანიშვილი (საქართველო), გუნდური 8 ქულა
პირველი საშეჯიბრებო დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაშიუ დაწინაურდნენ:
1. აზერბაიჯანი - 95 ქულა
2. საქართველო - 73 ქულა
3. გერმანია - 63 ქულა
4. თურქეთი - 56 ქულა
5. სომხეთი - 51 ქულა
ხვალ 61-74-86-92-125 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები. 92კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ანდრო მარგიშვილი იჭიდავებს, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან კი დავით აბდალაძე (57კგ) აბდალაძე და გიორგი გოგრიჭიანი (74კგ) შეეცდებიან