გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრედერი გახდა შპს "ჰიპერგლობუსის" (ООО "Гиперглобус") სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აღნიშნული კომპანია არის გერმანული ჰოლდინგის, Globus Holding GmbH & Co-ს ყოფილი რუსული შვილობილი კომპანია, რომელიც ჰიპერმარკეტების ქსელ "გლობუსს" ფლობს. ამის შესახებ ონლაინ-გამოცემა "РБК" იტყობინება გერმანული ჰოლდინგის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მოგვიანებით, იმავე დილას, შრედერის შპს "ჰიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა "Коммерсант"-მაც — ასევე კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
DW-ს მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანულ Globus Holding GmbH & Co. KG-ში განაცხადეს, რომ მათ "რუსული ჰიპერმარკეტები (შპს "ჰიპერგლობუსი") თავისი სტრუქტურიდან სრულად გამოყვეს 2025 წლის 1 იანვრიდან".
"ამ მომენტიდან ისინი მოქმედებენ, როგორც იურიდიულად, ისე ორგანიზაციულად დამოუკიდებლად. Globus Holding GmbH & Co. KG-ის ფოკუსი მიმართულია ექსკლუზიურად გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ჩეხეთში არსებულ ბიზნესზე", - დასძინეს კომპანიაში.




