კიოლნში, „რეინ ენერგიზე", ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველო ესპანეთს შეხვდა.

შეხვედრის მე-18 წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე  მცველმა რობინ ლე ნორმანმა ხვიჩა კვარაცხელიას დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

39-ე წუთზე ქართველმა მცველებმა როდრის ახლო მანძილიდან კარში თავისუფლად დარტყმის შანსი მისცეს და გიორგი მამარდაშვილმა ამჯერად ვეღარ შეძლო ბურთის მოგერიება. გოლის გატანის მომენტში ესპანელები აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ პასიური თამაშგარე იყო.




შეხვედრის მე-2 ნახევარი ესპანელების შეტევებით დაიწყო. 48-ე წუთზე მათ საქართველოს საჯარიმოსთან ახლოს დაკარგეს ბურთი და ხვიჩა კვარაცხელიამ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. მოედნის ცენტრთან არმისულმა მან კარიდან წინ გამოსული ესპანელთ მეკარე შენიშნა და შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით სცადა გოლის გატანა. იღბალი ესპანელთა მხარეს იყო - ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.





51-ე წუთზე ესპანელები კარიდან 4 მეტრში მარტო დარჩნენ გიორგი მამარდაშვილთან და თავური დარტყმით მეორე გოლი გაიტანეს.   



74-ე წუთზე საქართველოს ნაკრების სწრაფი კონრშეტევის დროს ესპანელებმა თავიანთ საჯარიმოსთან გიორგი მიქაუტაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა თამაში არ შეაჩერა და ესპანელთა სწრაფი კონრტშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ნიკო უილიამსის დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა.


83-ე წუთზე ესპანელებმა მეოთხედ აიღეს საქართველოს ნაკრების კარი. გოლი დანი ოლმომ გაიტანა.


საქართველო ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი (73' ნიკა კვეკვესკირი), გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი (63' გიორგი წიტაიშვილი) - გიორგი ჩაკვეტაძე (63' ზურიკო დავითაშვილი), ოთარ კიტეიშვილი (41' სანდრო ალთუნაშვილი), გიორგი ქოჩორაშვილი - გიორგი მიქაუტაძე (79' ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია