ევრო 2020-ზე დასრულდა ჯგუფური ტურნირი A ჯგუფში
რომში, „ოლიმპიკოზე", იტალია უელსთან 39-ე წუთზე მატეო პასინას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. უელსმა ტამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, ინიციატივას გოლის შემდეგაც იტალიელები ფლობდნენ, 56-ე წუთზე უელსელი ითან ამპადუს გაძევების შემდეგ  თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.
 
ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, შვეიცარიის და თურქეთის გუნდების შეხვედრაში, უპირატესობა შვეიცარიელთა მხარეს იყო და მათ დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 გაიმარჯვეს, თუმცა ასეთი სხვაობით გამარჯვება არ აღმოჩნდა საკმარისი ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად.
 
შვეიცარია - თურქეთი 3:1 (2:0)
გოლები: ჰარის სეფეროვიჩი (6', 1:0), ჯერდან შაქირი (26', 2:0), ირფან კაჰვეჩი (62', 2:1), ჯერდან შაქირი (68', 3:1)
 
იტალია 3 თ → 9 ქ → ბურთები 7:0
უელსი 3 თ → 4 ქ → ბურთები 3:2
შვეიცარია 3 თ → 4 ქ → ბურთები 4:5
თურქეთი 3 თ → 0 ქ → ბურთები 1:8 შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს