ინგლისის პრემიერლიგაში მეთორმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ტურის ბოლო შეხვედრა მანჩესტერში გაიმართა„მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ევერტონს შორის.

შეხვედრის მე-13 წუთზე მანჩესტერელთა შეტევის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებს, იდრისა გუეიეს და მაიკლ კინს შორის კამათის დროს პირველმა მეორეს სილა გააწნა. ფეხბურთელებს შუა დროულად ჩამდგარმა „ევერტონის“ მეკარემ ჩხუბის შემდგომი გაგრძელება აღკვეთა, თუმცა მსაჯი ამით არ დაკმაყოფილდა და გუიეს წითელი ბარათი უჩვენა.


ათი კაცით დარჩენილმა „ევერტონმა“ 29-ე წუთზე მასპინძელთა კარში გოლის გატანა და შემდეგ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და 12 ტურის შემდეგ დაგროვილი 18 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედს“ წამოეწია.