ბაქოში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
ქალთა 73 კგ წონაში ქართველმა ძიუდოისტთა ეთერ ლიპარტელიანმა ურუგვაელი მარია ლეოპოლდი ბრაზილიელი სარა სოუზა და ხორვატიაში ანა მარია პულიზი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი სეია ბელჰაუზი იყო.
შეხვედრა ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო და იგი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იქნება
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




