ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, დასრულდა ასპარეზობა ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელ  აკარი ომორისთან ოქროს დროში წააგო და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი ვერ გახდა..

1. აკარი ომორი - იაპონია
2. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
3. ანა ვიქტორია პულიზი - ხორვატია
3. მარიცა პერისიჩი - სერბეთი
 
შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს 1965 წლიდან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე 15 ოქროს, 19 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ