თბილისში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ფინალური  შეხვედრა ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში.

ფინალურ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ისრაელელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 21 წამით ადრე ლიპარტელიანი ვაზარით მარცხდებოდა და მან ამ დროს წამოწყებული ილეთი ექვსი წამის შემდეგ იპონით დაასრულა.


1. ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. ტიმნა ნელსონ-ლევი (ისრაელი)
3. ბინტა ნდიაიე (შვეიცარია)
3. სარა-ლეონ სისიკი (საფრანგეთი)  

შეგახსენებთ, რომ შარშან აპრილში ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანელ სეია ბელჰაუსთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ივნისში კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელ მომო ტამაოკის სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.