ესპანეთში, ვალენსიის ლა ნუსიას მუნიციპალიტეტის ქალაქ ბენიდორმში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე დასრულდა შეჯიბრება 90 კგ წონით კატეგორიაში. 

ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა, რომელსაც პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არსად არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული შეჯიბრებაში, ფინალურ შეხვედრაში მასპინძელს, დანიელ ნიეტო ტრინიდას სძლია

ფინალამდე ლასშა ბექაურმა სძლია: ავსტრიელ საიფ-ისლამ ისლამხჰანოვს (იპონით), ფრანგ იოან ბენეზრას (იპონით), ნიდერლანდელ ტიგო რენე (იუკოთი), ბრაზილიელ ჟოაო სეგეტალს (იპონით)

ტურნირში მონაწილეობს 41 ქვეყნის და 432 ძიუდოისტი. მათ შორის არიან პორტუგალიელი ოთარ კვანტიძე (73კგ), დიდბრიტანელი ირაკლი გოგინაშვილი (73კგ), პორტუგალიელი საბა დანელია (73კგ), ამერიკელი დიმიტრი გამყრელიძე (81კგ), ავსტრიელი მაგომედ ბორჩაშვილი (81კგ), ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100კგ), ავსტრიელი ადამ ბორჩაშვილი (100კგ), ფრანგი ლუკა ლომიძე (100კგ), ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი (+100კგ) და სხვები.