გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილა აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე  და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ.