ესპანეთის ქალაქ ლეონში მიმდინარე 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 109 კგ წონითი კატეგორიაში.

ქართველმა ძალოსანმა გურამ ვეკუამ ატაცში დასძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა.

მეორე მოძრაობაში, აკვრაში, გურამ ვეკუამ 200 კგ-ით მეორე ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში გურამ ვეკუამ 366 კგ დააგროვა და  მესამე ადგილის და დიდი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.