მიუნხენის „ალიანც არენაზე" ევრო 2024-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.
ფრანგების სწრაფ გოლს ესპანელებმა სწრაფადვე უპასუხეს ორი გოლით და ტაიმი მოიგეს.
მეორე ნახევარში ფრანგებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს და მინდორი დამარცხებულებმა დატოვეს.
ფინალში ესპანეთი ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება
დარჩენილ დროში სახიფათო მომენტებით ესპანეთი - საფრანგეთი (2:1)
გოლები: 9' რენდალ კოლო მუანი 0:1, 21' ლამინ იამალი 1:1, 25' დანი ოლმო 2:1
ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წელი და 362 დღე), რომელმაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი გაიტანა. რეკორდი ბრაზილიელ პელეს ეკუთვნოდა. მან გოლი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსის ნაკრების კარში გაიტანა როდესაც მისი ასაკი 17 წელი და 239 დღე იყო.