ლოს-ანჯელესში, „სოუ ფაიზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეთერთმეტე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა გაიმართა.
ესპანეთის და ავსტრიის შეხვედრას ესპანელები სრულად აკონტროლებდნენ. ისინი თავიანთი უპირატესობის გამოსაკვეთად დიდად არ გარჯილან, თუმცა, ამის მიუხედავად, სამი გოლი გაიტანეს.
ესპანეთი - ავსტრია 3:0(1:0)
გოლები: 37' მიკელ ოიარსაბალი 1:0, 66' პედრო პორო 2:0, 89' მიკელ ოიარსაბალი 3:0
მერვედფინალში ესპანეთი პორტუგალიას და ხორვატიას შორის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:
კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)
სენეგალი - ბელგია დ.დ.2:3(2:2, 1:0)
აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0(1:0)




