ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ილია თოფურიას შეხვდა, რასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"შენმა ძალისხმევამ, თავდადებამ და შეუპოვრობამ ერთ-ერთი ოცნების ასრულებამდე მიგიყვანა. მეორე ოცნებაც ძალიან მალე რეალობად იქცევა. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ აისახება პირადობის დამადასტურებელ ეროვნულ დოკუმენტში", - აღნიშნა პედრო სანჩესმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ესპანურ ტელეარხ ANTENNA 3-ის ეთერში, გადაცემა El Hormiguero-ს წამყვან პაბლო მოტოსს განუცხადა: ჩემი ოცნება - ესპანური პირადობის მოწმობაა და ხვალ ვაპირებ პირადად ვკითხო პრემიერ-მინისტრს, შეუძლია თუ არა მას დახმარება
ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ში ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.
Esta mañana he recibido a @Topuriailia, el nuevo campeón mundial de peso pluma de la @ufc.
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) February 27, 2024
Tu esfuerzo, dedicación y perseverancia te han llevado a cumplir uno de tus sueños.
El segundo también se hará muy pronto realidad. Tu amor por España se reflejará en tu DNI español. pic.twitter.com/weeTTnCewd