უეფას ერთა ლიგაზე მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა

უეფას ერთა ლიგის A-2 ჯგუფში იტალია ბელგიასთან უკვე 24 წუთზე ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ლორენცო პელერგინის გაძევებამ ბელგიელებს შანსი მისცა და მათ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. პირველი ტაიმის მიწურულს მათ ერთი გოლი გაქვითეს, 62-ე წუთზე კი წონასწორობა აღადგინეს.

იტალია - ბელგია 2:2(2:1)
გოლები: 1' ანდრეა კამბიაზო 1:0, 24' მატეო რეტეგი 2:0, 41' მაქსიმ დე კუიპერი 2:1, 62' ლეანდრო ტროსარი 2:2
გაძევება: 38' ლორენცო პელეგრინი (იტალია, წითელი ბარათი)

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა ისრაელი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ისრაელი - საფრანგეთი 1:4(1:2)
გოლები: 7' ედუარდო კამავინგა 0:1, 24' ომრი განდელმანი 1:1, 28' კრისტოფერ ნკუნკუ 1:2, 87' მატეო გენდუზი 1:3, 89' ბრედლი ბარკოლა 1:4



B-2 ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა ლონდონში, „უემბლიზე", სადაც საბერძნეთმა ინგლისს სძლია. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა ინგლისი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

ინგლისი - საბერძნეთი 1:2(0:0)
გოლები: 49' ვანგელის პავლიდისი 0:1, 87' ჯუდ ბელინგემი 1:1, 90+4' ვანგელის პავლიდისი 1:2

ამავე ჯგუფში ირლანდიამ ფინეთში გაშვებულ გოლს ორი უპასუხა და გაიმარჯვა

ფინეთი - ირლანდია 1:2(1:0)
გოლები: 17' იოელ ჰოპინპალო 1:0, 57' ლაიამ სკეილსი 1:1, 88' რობი ბრედი 2:2




B-3 ჯგუფში ავსტრია ყაზახეთი დაამარცხა დიდი ანგარიშით, ნორვეგიამ კი სლოვენია.

ავსტრია - ყაზახეთი 4:0(1:0)
გოლები: 10' კრისტოფ ბაუმგარტნერი 1:0, 53' ფილიპ ლინჰარტი 2:0, 56' მარსელ ზაბიცერი 3:0, 79' მატიას საიდლი 4:0

ნორვეგია - სლოვენია 3:0(1:0)
გოლები:7' ერლინ ჰოლანი 1:0, 52' ალექსანდერ სორლოტი 2:0, 62' ერლინ ჰოლანი 3:0



C-4 ჯგუფში ფარერები სომხეთთან შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ფრეს დასჯერდა.  

ფარერები - სომხეთი 2:2(1:1)
გოლები: 37' იან ბენიამინსენი 1:0, 44' ლუკას ზელარიანი 1:1, 85' იოანეს ბეარტალიდი 2:1, 90+3' გორ მანველიანი 2:2

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიამ ლატვიაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ლატვია - ჩრდილოეთ მაკედონია 0:3(0:1)
გოლები: 35' იანი ათანასოვი 0:1, 70' ლირიმ ქამილი 0:2, 90+3' ელიფ ელმასი 0:3




D-1 ჯგუფში გიბრალტარმა სან-მარინო დაამარცხა

გიბრალტარი - სან-მარინო 1:0(0:0)
გოლი: 63' ითან ბრიტო



D-2 ჯგუფში მოლდოვამ ანდორა დაამარცხა და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა

მოლდოვა - ანდორა 2:0(1:0)
გოლები: 31' არტურ იონიტა 1:0, 90+5' მაქსიმ კოიოჩარუ 2:0