ხვალ, საქართველო ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. გასვლითი თამაში საქართველოს მოგებით დასრულდა.
უკვე ცნობილისა, რომ ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია) სომხეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა ხვალ, თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
ერევანში, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველომ სომხეთი 3:0 დაამარცხა
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 18 მარტიდან დაიწყო
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)