ნიუ-იორკში, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატიდან, ორგანიზატორებმა მაგნუს კარლსენი მეცხრე ტურის წინ შეჯიბრებიდან მოხსნეს.
„ბატონმა მაგნუს კარლსენმა დაარღვია დრესკოდი ჯინსის შარვლის ჩაცმით. ეს კატეგორიულად აკრძალულია ამ ღონისძიების დიდი ხნის წესებით“, - ნათქვამია ფიდეს მიერ მაგნუსის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიელამდე ორგანიზატორებმა იან ნეპომნიაშჩი დააჯარიმეს 200 დოლარით სათამაშოდ სპოტტულ ფეხსაცმელებში გამოცხადების გამო. ის ორგანიზატორებს დაემორჩილა და დაუყოვნებლივ გამოიცვალა ფეხსაცმელი, მაგნუსმა კი მეშვიდე ტურში დაჯარიმების მიუხედავად, მერვე ტურის შეხვედრაც ჯინსებში ჩაცმულმა ითამაშა და განაცხადა, რომ გამოიცვლიდა არა მეცხრე ტურის დაწყებამდე, არამედ მეორე დღისთვის. ორგანიზატორები მისმა პასუხმა არ დააკმაყოფილა და იგი შეჯიბრებიდან მოხსნეს. ამის შემდეგ კარლსენმა ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა და თქვა, რომ წავიდოდა სხვაგან სადმე, სადაც მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა.
„მან უბრალოდ უარი თქვა წესების დაცვაზე და სხვა არჩევანი დაგვიტოვა. დღეს ეს გადაწყვეტილება ემოციური ჩანდა. მაგნუსი არ იყო მზად კომპრომისზე წასასვლელად“, - განუცხადა Chessbase India-ს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა ვიშვანათან ანანდმა.
„ცხადია, ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვინდოდა. ჩვენ <მაგნუსს> რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. მსაჯმა თქვა, რომ თუ მაგნუსი მეცხრე რაუნდამდე ჯინსს გამოიცვლიდა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ მაგნუსმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას პრინციპულად არ აპირებდა. მან თავად თქვა, რომ მისთვის ეს პრინციპული საკითხია. მსაჯმა უბრალოდ გამოიყენა წესები და ჩვენ ამას მხარი დავუჭირეთ“, - განმარტა ანანდმა და დასძინა, რომ მას პირადად არ უსაუბრია მაგნუსთან და მამამისს სთხოვა დამატებითი განმარტებები, მან კი განაცხადა, რომ
დათმობას არ აპირებენ.
MAGNUS CARLSEN QUITS FIDE 🤯
— Johns (@JohnyBravo183) December 28, 2024
Magnus has quit FIDE World Rapid & Blitz Chess Championship (and possibly all of FIDE tournaments) after getting DQ for violating their dress code.
Magnus was wearing jeans and was asked to change into trousers.
His response: I'M OUT, F**K YOU! pic.twitter.com/gADdMzDxVx
ფიდეს გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფმა ჰიკარუ ნაკამურას თქმით, ფიდე წინა საუკუნეებში ჩარჩენილი.
„რაც შეეხება მაგნუსის სათამაშოდ ჯინსებში მისვლას, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც <თამაშის> ყურებას არ ისურვებს იმის გამო, რომ მაგნუსი ჯინსებშია! ან საცვლებში, ან საცურაო ტრუსში! არამგონია მსოფლიოში არსებობდესთუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც კი აინტერესებს ასეთი რაღაცები. ის მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკეა და სწორედ ამის ხილვა სურთ. სიგიჟეა ეს ყველაფერი“, - ამბობს ჰიკარუ ნაკამურა.
რვა ტურის შემდეგ, მაგნუს კარლსენს 5 ქულა ჰქონდა, 28-ე - 55-ე ადგილებს იყოფდა და 1,5 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერთა ტრიოს.