ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკი (20 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები) და ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის ქალები და კაცები)  ძალოსნების ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

20 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც 8 სპორტსმენი იყო, 7 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ყველას აჯობა, თუმცა გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულების გამოვლენა არა მხოლოდ მოპოვებული მედლების და მათი ხარისხის, არამედ ქვეყნის სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენის მიერ დაკავებულ ადგილების მიხედვით ხდება და ამ მხრივ საქართველო მცირედით ჩამორჩა თურქეთს და მეორე ადგილზე გავიდა.





23 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.