იტალიის ქალაქ კაორლეში 20 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

დღეს ხალიჩებზე 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

86 კგ წონითი კატეგორიის ფინალში თურქ აჰმეტ იაგანს 3:1 მოუგო და საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

61 კგ წონაში საბა ღამბაშიძემ რეპეშაჟის ნახევარფინალში ალბანელ ერსჯან კაშიკუს 10:0 მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში კი აზერბაიჯანელი ბაშირ ვერდიევი 9:9-ზე დაამარცხა.

125 კგ წონაში ალექსანდრე აბრამიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელი ივან მიროშნიჩენკო 8:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედალი ფრანგმა ლევან ლაგვილავამ მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს 20 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კაორლეში სამი ოქროს (79კგ დავით ჭეჭელაშვილი, 86კგ დაჩი პაპინაშვილი, 97კგ კონსტანტინე პეტრიაშვილი), ერთი ვერცხლის (57კგ ნიკა ზანგალაძე) და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (61კგ საბა ღამბაშიძე, 70კგ გოგა ოთინაშვილი, 125კგ ალექსანდრე აბრამიშვილი).

გუნდურ ჩათვლაში  საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ასევე  პირველი ადგილი დაიკავა 20 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით ევროპის ჩემპიონატზე.