აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაცია, რომელიც რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის მუზეუმისთვის ახორციელებს აჭარის სამუზეუმო ფონდებში, ასევე, ბათუმის არქივში დაცული მასალების 3D სკანირებას და ვიდეოინსტალაციას.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობისა და ქართული ჩაის მუზეუმის პროექტზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის მუზეუმის რეაბილიტაცია 2024 წლიდან მიმდინარეობს. ეს იქნება მუზეუმი, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის გაცნობა და ჩაის დეგუსტაცია.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.